Google Family Link მშობელთა კონტროლის აპია, რომელიც გეხმარებათ ოჯახის ონლაინ-უსაფრთხოების დაცვაში. ტექნოლოგიებთან ყველა ოჯახის ურთიერთობა უნიკალურია. ამიტომ შევქმენით ხელსაწყოები, რომ გაგიმარტივოთ ოჯახში ბალანსის დაცვა და ჯანსაღი ციფრული ჩვევების ჩამოყალიბება. გამოიყენეთ აპი, რომ თვალი ადევნოთ, როგორ ატარებს ბავშვი დროს მოწყობილობასთან, იხილოთ მისი მოწყობილობის მდებარეობა, მართოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები და ა.შ.
Family Link-ით შეგიძლიათ:
ძირითადი ციფრული წესების დადგენა
• დააწესეთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტები — შეურჩიეთ ბავშვს ეკრანის დრო, რომელიც მას წაადგება. Family Link-ით ბავშვის მოწყობილობაზე შეგიძლიათ დააყენოთ დროის დღიური ლიმიტი და სკოლის დროისა და უმოქმედო დროის განრიგები, რაც დაეხმარება მას ბალანსის პოვნაში.
• მართეთ ბავშვის აპები — მიანიჭეთ მას თავისუფლება აპების გამოყენებისას. დააყენეთ დროის ლიმიტი აპებისთვის ინდივიდუალურად, საგანმანათლებლო და რეგულარულად გამოყენებულ აპებს კი მოხსენით შეზღუდვა. აპების დაბლოკვაც შეგიძლიათ.
კონტენტის ფილტრების, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მართვა
• მართეთ, რას უყურებს ბავშვი ონლაინ — დააყენეთ მშობლის კონტროლი Chrome-ზე, Play-ზე, YouTube-სა და Search-ზე. Family Link-ით დაბლოკავთ შეუსაბამო საიტებს, მოითხოვთ დადასტურებას ახალი აპებისთვის, მართავთ ნებართვებს აპებისა და ვებსაიტებისთვის და ა.შ.
• დაიცავით მისი ანგარიში — Family Link უზრუნველყოფს წვდომას ბავშვის ანგარიშისა და მონაცემების პარამეტრებზე. თქვენ, როგორც მშობელს, შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს პაროლის გადაყენებაში ან შეცვლაში, პერსონალური ინფორმაციის რედაქტირებაში და წაშალოთ მისი ანგარიშიც.*
*დასაშვებ ასაკზე უფროს ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ანგარიშის მართვა.
დარჩით კავშირზე ნებისმიერი ადგილიდან
• თვალი ადევნეთ მის მდებარეობას — ამ ფუნქციით თვალს ადევნებთ ოჯახს ნებისმიერი ადგილიდან. Family Link-ით დაადგენთ ბავშვის მდებარეობას რუკაზე იმ დროს, როცა თან აქვს მოწყობილობა.
• მიიღეთ შეტყობინებები და გაფრთხილებები — Family Link გამოგიგზავნით მნიშვნელოვან შეტყობინებებს, მათ შორის, ბავშვის კონკრეტულ მდებარეობაზე მისვლის და მისი დატოვების დროებს. შეგიძლიათ, დარეკოთ მოწყობილობებზეც და შეამოწმოთ მათი ბატარეის მუშაობის დარჩენილი ხანგრძლივობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
• Family Link ხელსაწყოები განსხვავდება ბავშვის მოწყობილობის მიხედვით. იხილეთ თავსებადი მოწყობილობების სია აქ: https://families.google/familylink/device-compatibility/
• თუმცა Family Link გეხმარებათ Google Play-დან ბავშვის შესყიდვებისა და ჩამოტვირთვების მართვაში, მას არ სჭირდება დამტკიცება აპის (მათ შორის, ნებართვების გაფართოების შემცველი) განახლებების ინსტალაციისთვის, ადრე დამტკიცებული ან საოჯახო ბიბლიოთეკაში გაზიარებული აპებისთვის. ამასთან, შენაძენების დადასტურება გამოიყენება მაშინ, როცა ბავშვი Google Play-ის ბილინგის სისტემით დააპირებს რაიმეს შეძენას (ბილინგის სხვა სისტემებზე არ ვრცელდება). მშობლებმა რეგულარულად უნდა გადახედონ ბავშვის დაყენებულ აპებსა და ნებართვებს Family Link-ში.
• ყურადღებით უნდა გადახედოთ აპებს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თქვენი ბავშვის მოწყობილობაზე და გათიშოთ არასასურველი. გაითვალისწინეთ, რომ Play-ს, Google-ის და მსგავს წინასწარ დაინსტალირებულ აპებს ვერ გათიშავთ.
• ბავშვის ან თინეიჯერის მოწყობილობის მდებარეობის სანახავად ის ჩართული, ბოლო დროს აქტიური და ინტერნეტთან დაკავშირებული უნდა იყოს.
• Family Link-ის მშობელთა კონტროლი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი Google-ის ანგარიშებისთვის. ზედამხედველობის ქვეშ მყოფი Google-ის ანგარიშებით ბავშვებს შეუძლიათ წვდომა Google-ის სერვისებზე, მათ შორის, Search, Chrome და Gmail, ხოლო მშობლებს შეუძლიათ მათთვის ძირითადი ციფრული წესების დადგენა.
• თუმცა Family Link ბავშვის ონლაინ-გამოცდილების მართვასა და დაცვაში გეხმარებათ, ის ინტერნეტს უსაფრთხოს მაინც არ ხდის. Family Link ვერ განსაზღვრავს ინტერნეტში კონტენტს, მაგრამ შეუძლია, მშობელს დაეხმაროს ბავშვის მოწყობილობასთან გატარებული დროის ლიმიტის დაწესებასა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვაში.